ჩვენი მიზანი
ეს პროექტი მარტივი, მაგრამ გადაუდებელი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე დაიბადა: როდესაც რუსეთის აგრესია მისი მეზობლების წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მიზანია საქართველოსთვის ჩამოვაყალიბოთ ახალი კონსტიტუცია, რომელიც შექმნილი იქნება ხალხის მიერ, ხალხისთვის და მზად იმ დღისთვის, როდესაც რეალური ცვლილებები შესაძლებელი გახდება.
დღეს საქართველოს მოსახლეობა წააგავს მხედარს რომელსაც კონსტიტუციაზე (ცხენი) კონტროლის სადავეები არ გააჩნია. (აქვე დავაფასოთ ცხენი, რომელიც ადამიანებს ასე გვითმენს.) ეს პროექტი ეხება სადავეების კანონიერი მფლობელებისთვის, საქართველოს ხალხისთვის, დაბრუნებას. მსოფლიოს საუკეთესო კონსტიტუციების შედარებისა და საჯარო დისკუსიის გზით, ჩვენი მიზანია მოქალაქეებს მივცეთ ქვეყნის კურსის წარმართვის ძალა.

მთავრობები ხალხისთვის უნდა მუშაობდნენ. როგორც მათი დამსაქმებლები, ჩვენი მხოლოდ უფლება კი არა, არამედ პასუხისმგებლობაცაა მოვითხოვოთ მეტი ჩართულობა ჩვენივე საზოგადოების მართვაში. ეს პლატფორმა გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ, ხმა აიმაღლოთ რათა ერთად მივცეთ ფორმა ისეთ საქართველოს სადაც ჩვენ ყველას გვექნება მომავლის განსაზღვრის საშუალება და არა მხოლოდ რამოდენიმე პიროვნებას.
ეს საიტი თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო ასამბლეასთან - არაპარტიული სამოქალაქო მოძრაობა საქართველოში (https://www.geoasamblea.org); GeoVoice USA-სთან - აქტივისტების არაპარტიული ონლაინ პლატფორმა შეერთებულ შტატებში და რაც მთავარია თქვენთან, საქართველოს ამომრჩევლებთან.
ამ გვერდზე თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილიაციას. ჩვენი ერთგულება ეკუთვნის მხოლოდ ხალხს და არა პარტიულ გეგმას. ყველას გულწრფელი მონაწილეობა მისასალმებელია.

ფინანსური გამჟღავნება
ამ საიტის ფორმირების და მიმდინარე ხარჯების დაფინანსება პირადად უზრუნველყო პროექტის დამფუძნებელმა.
არ არსებობს გარე სპონსორები ან ფინანსური მხარდამჭერები.
პროექტი სრულიად დამოუკიდებელია და ორიენტირებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურებაზე.
დამფუძნებლის შესახებ
ექიმი ვასილ ცისკარიშვილი დაიბადა და გაიზარდა თელავში, საქართველოში. 2002 წელს იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაცხოვრდა სადაც მრავალი წელია ჰოსპიტლის ექიმად, ჰოსპიტალისტად მუშაობს.
როდესაც ის პაციენტებთან არ არის ის ღრმადაა ჩართული ყველაფერთან რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამ პროექტის მეშვეობით, ის აერთიანებს სამშობლოს სიყვარულს და იმის რწმენას რომ საზოგადოების მონაწილეობით უკეთესი მომავლის აშენება საქართველოშიც შესაძლებელია.
შემოუერთდით ძალისხმევას
გსურთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ახალი კონსტიტუციის შექმნაში? დატოვეთ კომენტარები კონსტიტუციების შედარების ბმულზე, ან, უფრო ღრმა ჩართულობისთვის გადადით ბმულზე "ჩაერთეთ" და დარეგისტრირდით. ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.